„ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.5575 ლარად იყიდება

გუშინდელი პანიკის შემდეგ „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ამ წუთებში, თბილისის დროით 13:13 საათზე  დოლარი 2.5575 ლარად იყიდება.

დღეს „ბლუმბერგზე“ ვაჭრობა 1 დოლარი 2.5825 კურსით დაიწყო და ლარის კურსი 2.5575 -მდე გამყარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ბლუმბერგზე“ვაჭრობის შედეგები ხშირად იცვლებოდა. 1 აშშ დოლარი დღის განმავლობაში „ბლუმბერგზე“ 2.66 ლარადაც კი ივაჭრებოდა, რაც მისი ღირებულების მაქსიმუმი იყო. ვაჭრობა კი გუშინ 1 დოლარი 2.5638 კურსით დასრულდა.

ამის ფონზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის შეძენა დღეს 2.588 - 2.62 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი მოქალაქეებს 2.488-2.55 ლარად შეუძლიათ. მაშინ როცა დოლარის ღირებულებამ გუშინ დღის გარკვეულ ეტაპზე ჯიხურებში 2.73-საც კი მიაღწია.