ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ეკონომიკის განვითარებისთვის ახალ ხედვას წარადგენს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 5 დეკემბერს საკუთარ ხედვას წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკაში სრულიად ახალი შესაძლებლობის გაჩენას მოიცავს , - ამის შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი ხედვა, რომელსაც ორშაბათს წარმოვადგენთ, მოიცავს სრულიად ახალ მიმართულებას, სრულიად ახალ შესაძლებლობას. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ძალიან დაეხმარებოდა ახალი ძალის შეტანა, ახალი სფეროს გაჩენა, რომელმაც შესაძლებელია ძალიან სწრაფი როლი ითამაშოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ამაზე ჩვენ ორშაბათს წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას. საკმაოდ დიდი კვლევა გვაქვს ჩატარებული მათ შორის, არა მარტო ქართულ შესაძლებლობებზე, არამედ უცხოურ გამოცდილებაზე. რაც მთავარია, ამ ხედვასთან ერთად ჩვენ დავიწყებთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანად დაეხმარება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ ხედვასთან დაკავშირებით ყველა მხარესთან იმუშაოს და ერთად გადადგან შესაბამისი ნაბიჯები.