უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, გამოკითხულ თბილისელთა 18 პროცენტი იტალიაში გაემგზავრებოდა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

“ეისითის” მიერ ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას (97%) სმენია საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. თბილისის მოსახლეობის 61%-ს კი უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნის მონახულების სურვილი აქვს. თბილისელების 18% აცხადებს, რომ იტალიაში გაემგზავრებოდა, 17% - საფრანგეთში, ხოლო 14% - გერმანიაში.

აღსანიშნავია, რომ თბილისელების 25% უკვე ნამყოფია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათგან 11% - გერმანიაში, 7%-7% კი იტალიაში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.

ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მოსახლეობის მიერ დასახელებული ქვეყნები და მათი პროცენტული წილი (ზოგ შემთხვევაში ერთი რესპოდენტის მიერ დასახელდა რამდენიმე ქვეყანა).

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

bpn