ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5599 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5599 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5599 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5871 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0272 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7250 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7491 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0241 ლარი შეადგინა.