სოციალური პროექტების დასაფინანსებლად გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

“ქალთა საერთაშორისო ასოციაცია - საქართველოს” და მისი პარტნიორების ორგანიზებით, დღეს 2016 წლის ტრადიციული საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა იმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონიძიების მიზანია, შემოსული თანხებით დააფინანსოს საქართველოში სოციალური პროექტები, რომლებიც ორიენტირებულია ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დახმარებაზე. ძირითადად საგანმანათლებლო და სამედიცინო ხასიათის პროექტები ხორციელდება. საშობაო გამოფანა-გაყიდვის ორგანიზებასთან დაკავშირებული მთელი საქმიანობა, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოსა და მისი პარტნიორების მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ და ატარების საქველმოქმედო ხასიათს.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, წინ უსწრებს საშობაო დღესასწაულს.

წელს რიგით მე-17 ღონიძიებაა და მასში მონაწილეობას ღებულობს 24 საელჩო და 2 საერთაშორისო ორგანიზაცია. ესენია: აზერბაიჯანი, ბრაზილია, ბულგარეთი, ჩინეთი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, ირანი, ირლანდია, იაპონია, ლიტვა, პოლონეთი, ყატარი, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები. აგრეთვე ნატო და გაერო-ს განვითარების პროგრამა. ეს ორგანიზაციები აქტიურად ემზადებიან საახალწლო გამოფენა-გაყიდვისთვის, რათა საზოგადოებას შესთავაზონ მათ ქვეყნებში დამზადებული სუვენირები, დეკორატიული ნივთები, მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები და საკვები პროდუქტები.

ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ფუნქციონირებს ბავშვთა კუთხე კვალიფიციური მომსახურე პერსონალით.

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო (IWAG) არის მოხალისეთა არასამთავრობო ორგანიზაცია. ის წარმოადგენს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილს. ეს ორგანიზაცია ცდილობს გაზარდოს საქართველოს და ქართული კულტურის ცნობადობა მის წევრებში, რაც უცხოელი ქალბატონებისთვის საქართველოში ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს ხდის.

ღონისძიებაზე შემოსული თანხის 50% მოხმარდება მიზნობრივ პროექტს, რომლებიც ხორციელდება ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ (AVNG) მეშვეობით. დარჩენილი თანხა კი მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებსაც შეარჩევს და მხარს დაუჭერს საზოგადოებრივი პროექტების კომიტეტი (CPC).

გამოფენა-გაყიდვა დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” იმართება.