ნავთობის ფასმა 55 დოლარს გადააჭარბა

2015 წლის 24 ივლისის შემდეგ "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასმა პირველად გადააჭარბა 55 დოლარს.

ლონდონის ბირჟაზე "ბრენტის" მარკის ნავთობი 1,27%-ით გაძვირდა და ბარელზე 55.14 დოლარი შეადგინა. 

1.10%-ით გაიზარდა WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე და ბარელზე 52.25 დოლარი შეადგინა.