ზვიად ძიძიგური - ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს

ყველა საერთაშორისო ექსპერტი, ყველა კვალიფიციური დასკვნა, სამთავრობო გუნდისაც და ჩვენი უცხოელი კოლეგებისაც ადასტურებს, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ შეაწუხოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ახალი წლისთვის ფასების ზრდა შესამჩნევი გახდება.

როგორც ძიძიგურმა განმარტა, ეს მეცნიერულად არის გათვლილი.

"ეს არის გათვლილი მეცნიერულად, ექსპერტულ დონეზე და ამაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს მთავრობას",- განაცხადა ძიძიგურმა.