ირაკლი კოვზანაძე - მთავრობისგან ველოდებით ადეკვატურ პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რაც ბიუჯეტის მიმართ იქნება

მთავრობისგან ველოდებით ადეკვატურ პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რაც ბიუჯეტის მიმართ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. კოვზანაძემ ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1 მილიარდ 270 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება 2017 წელს, ვიდრე 2016 წელს.

„ხარჯვითი ნაწილი ეზრდება სამ სამინისტროს: განათლების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისიწნებულია 4%-ით. ბიუჯეტის დეფიციტი არის ასევე, 4%-ის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ნომინალური ზრდა ბიუჯეტის იქნება დაახლოებით 8%-იანი. პირველი იანვრიდან ასევე ძალაში შედის მოგების გადავადებული გადასახადი, ე.წ. ესტონური მოდელი. ჩვენი უცხოელი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტის ამ მოდელში ჩასმა 1,5%-ით დამატებით ზრდას გვაძლევს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გაუკეთებს მონიტორინგს საბიუჯეტო პროცესს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ იქნება გარკვეული კითხვები ბიუჯეტის მიმართ და ასევე, მთავრობისგან ველოდებით ადეკვატურ პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რაც ბიუჯეტის მიმართ იქნება“, - განაცხადა კოვზანაძემ.