ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ალტერნატიული მოკვლევა მიმდინარეობს

ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ალტერნატიული მოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

”ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცი, რომ მიმდინარეობს ალტერნატიული მოკვლევა იმ ორგანიზაციის მიერ, რომელმაც იქ მოკვლევა ჩაატარა და საექსპორტო დასკვნა დადო. საბოლოო შედეგები ალბათ გვექნება. იქ ფრაზა, რომელიც გაჟღერდა, რომ 45 საღი ასწლოვანი ხე მოიჭრა, იყო ნადვილად არასწორი. ჩვენ იქ რამდენიმე ხეზე გვქონდა ეჭვი, ზუსტად ამიტომაც მოხდა პროკურატურაში განცხადების შეტანა”, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

პროკურატურა ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრის საქმეს იძიებს. აღნიშნული ხეების მოჭრამ ”პარტიზანი მებაღეების” აქციები და პროტესტი გამოიწვია.