საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა

28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორიგის დეპარტამენტიდან იუწყებიან.უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 6,595 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 58 ფაქტი, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 64 შემთხვევა, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 654 ფაქტი.