დონალდ ტრამპი ახალ საპრეზიდენტო თვითმფრინავზე სიძვირის გამო უარს ამბობს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მთავრობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ახალი საპრეზიდენტო „ბოინგი“, რადგან ის საკმაოდ ძვირი ჯდება.ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„ბოინგი“ აგებს სრულიად ახალ - მოდელ 747-ს ამერიკის მომავალი პრეზიდენტებისთვის, რაც ძალიან ძვირი, 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჯდება. გააუქმეთ შეკვეთა! ჩვენ გვინდა, რომ „ბოინგმა“ გააკეთოს ბევრი ფული, მაგრამ არა ასე ბევრი“, - წერს ტრამპი „თვითერის“ პირად გვერდზე.

კომპანიაში ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.