ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე 8-9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე (ქობულეთი) არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, ს.ს „საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს აწარმოებს.

როგორც  გზების დეპარტამენტი იუწყება, 8 დეკემბრის დილის 08:00 საათიდან 9 დეკემბრის 18:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო ავტოტრანსპორტის ნაკადი დროებით გადაერთვება შემოსავლელ გზაზე, ქალაქის გავლით.

”სამუშაოების წარმოების პროცესში, სარკინიგზო გადასასვლელის მთელ პერიმეტრზე სს „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის რეგულირებას.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 14 ივლისის (№31601751089) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად”, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.