ზამთრის ოთხ კურორტზე მომხმარებლები საბაგიროს ერთი აბონემენტით ისარგებლებენ

გუდაურში, სვანეთში, გოდერძის კურორტსა და ბაკურიანში - საბაგიროს ერთი აბონემენტით სარგებლობაა შესაძლებელი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის სანდრო ონოფრიშვილის თქმით, ეს ინოვაციური პროექტია.

"შარშან, წლის ბოლოს დავიწყეთ ადაპტაცია და წელს ამ პრაქტიკას თავიდანვე დავნერგავთ. ვიზიტორებს მოვუწოდებთ, შეიძინონ აბონემენტი, ყოველთვის ჰქონდეთ თან და მასზე თვითონვე ჩარიცხონ რა თანხაც უნდათ. შემდეგ მომხმარებელი თავად განსაზღვრავს რამდენი დახარჯოს, სად  და როგორ გამოიყენებენ აბონემენტს," - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

იხილეთ სრული ვერსია