მიხეილ სააკაშვილი - უნდა შევამციროთ გადასახადები, სახელმწიფო აპარატი და გავყიდოთ სახელმწიფო საწარმოები

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი გუნდი შეამცირებს გადასახადებს, დაითხოვს სახელმწიფო მოხელეების ნახევარს და გაყიდის სახელმწიფო საწარმოებს , - წერს უკრაინული გამოცემა „გორდონი“.

„ჩვენი მთავრობის პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა შევამციროთ გადასახადები 60%-ით, უნდა შევამციროთ სახელმწიფო აპარატი 50%-ით, მე ვიცი თუ როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გავაუქმოთ რეგულაციების 80%, უკვე მაქვს რეგულაციების სია, რომელიც უნდა გავაუქმოთ, უნდა შევცვალოთ პოლიტიკური კლასი და უნდა გავყიდოთ სახელმწიფო საწარმოები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.