„საერთაშორისო გამჭვირვალობა“  - სექტემბრიდან დღემდე მედიკამენტებზე ფასები მცირდება

2016 წლის სექტემბრიდან დღემდე მედიკამენტებზე ფასები მცირდება, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა ნუცა თოხაძემ განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტებს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.

„მედიკამენტებზე ფასების ზრდა დაახლოებით ხდება ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, თუმცა ამჯერად ფასების მატება ლარის გაუფასურებამდე 8 თვით ადრე დაიწყო და მაქსიმუმს მიაღწია 2015 წლის მეორე ნახევარში. ამ პერიოდის შემდეგ კი ზრდის ტემპმა კლება დაიწყო, ხოლო ფასებმა კლება დაიწყო 2016 წლის სექტემბრიდან და ეს ტენდენცია ნარჩუნდება დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი უფასურდება და ზოგიერთ მედიკამენტზე შესაძლოა ფასი გაიზარდოს, ზოგზე კი შემცირდეს, საშუალოდ მედიკამენტებზე ამ ეტაპისთვის ფასები მცირდება“, - განაცხადა თოხაძემ.