მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით აზერბაიჯანი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის მესამე კვარტალში 463 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ეს მაჩვენებელი 2015 შესაბამისი კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 4%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1298 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 5 პროცენტით აღემატება.

2016 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილს აზერბაიჯანი 151 მილიონი დოლარით იკავებს, მეორე ადგილს კი 111 მილიონი დოლარით თურქეთი იკავებს, მესამე ადგილზე 52 მილიონი დოლარით ლუქსემბურგია, მეოთხეზე - 28 მილიონი დოლარით ჩეხეთი, მეხუთეზე  კი 26 მილიონი დოლარით ჩინეთია.