”სილქნეტმა“ და შპს ”საქართველოს მედია ქსელმა“ შერწყმაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „სილქნეტმა“ და შპს “საქართველოს მედია ქსელმა“ ერთობლივი წერილით მიმართეს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ინფორმაციით, კომპანიებმა სს „სილქნეტისა“ და შპს “საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს.

აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე კომისიამ წარმოება დაიწყო და დაადგინა, რომ სს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ სს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.