ქართველი დიზაინერის ქურთუკი ზამთრის ყველაზე ტრენდულ სამოსად დასახელდა

"ბალენსიაგას" მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას სათხილამურო ქურთუკი, მოდის გამოცემა Elle-მ 2016-17 წლის ზამთრის ყველაზე ტრენდულ სამოსად დაასახელა. ე.წ სათხილამურო ქურთუკი რამდენიმე ფერშია გადაწყვეტილი, სხეულს ნაკლებად გამოკვეთს და დახრილი ფორმისაა. დიზაინერმა აღნიშნული სამოსი, როგორც ოფიციალურ, ასევე ყოველდღიურ სტილს მოარგო.

წყარო ALLNEWS.GE