ირაკლი მინდელი - ფული არ ამიღია

1 700 000 ლარი არ ამიღია, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილმა დირექტორმა ირაკლი მინდელმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინდელმა განაცხადა, მან აღიარა მისი პასუხისმგებლობის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მას ეხებოდა.

რაც შეეხება თანხების გაფლანგვას, ბრალდებული რაიმე თანხის მიღებას და გაფლანგვას კატეგორიულად უარყოფს.

„აქ ლაპარაკი იყო პროცედურულ, ფაქტობრივ გარემოებებზე. ის, რომ მე გავფლანგე ან გურამის მივეცი, ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა. მე განვაცხადე კიდეც სასამართლო პროცესზე, რომ ფული არ წამიღია და არც გურამისთვის მიმიცია“, - განაცხადა ბრალდებულმა ირაკლი მინდელმა.