ელენე ხოშტარია - ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რეალური გეგმა, თუ როგორ უშველოს ლარს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რეალური გეგმა, თუ როგორ უშველოს ლარს. როგორც ხოშტარამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირველად პროდუქტებზე ფასები საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა.

„გუშინ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ ფასების ზრდა და ინფალაცია არ არის. მინდა საზოგადოებას და ხელისუფლებას ვაჩვენო მონაცემები, თუ როგორ არის მომატებული ფასები პირველად პროდუქტებზე. საშუალოდ მათმა ფასმა 50 თეთრით მოიმატა. ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად მძიმდება ადამიანების ცხოვრება. ამაზე მთავრობა ხუჭავს თვალებს და რაღაც ციფრებით გველაპარაკება, თითქოს არაფერი ხდება. ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რეალური გეგმა, თუ როგორ უშველოს ლარს,“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.