მამუკა ჩიქოვანი - აქციზზე ფასების ზრდა ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს

ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც აქციზზე ფასების ზრდას ითვალისწინებს ისედაც გაღარიბებულ ქვეყანას და მოსახლეობას, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, მამუკა ჩიქოვანმა განაცხადა.როგორც  ”ნაციონალური მოძრაობიდან” იუწყებიან, ჩიქოვანმა სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებიც გადასახადების, აქციზის ზრდას აპროტესტებენ.

„არ შეიძლება არ გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომელებიც გადასახადების, აქციზის ზრდას აპროტესტებენ. მინდა მათ სოლიდარობა გამოვუცხადო და ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდო, რომ ეს გაიზიარონ. ეს ადამიანები ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან დიდი პრობლემებში აღმოჩნდნენ. ხელისუფლებამ ისინი გაწირა. კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება. მათ მოსახლეობის დიდ ნაწილს, პრაქტიკულად ყველანაირი საარსებო წყარო გადაუკეტეს. ხელისუფლება ფუთავს ამ გადაწყვეტილებას ეკოლოგიური თემით, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს დიდი ტყუილია”, - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.