სემეკ-მა "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" წარმოების ტარიფი გაზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესის" წარმოების ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

"ენგურფესის" წარმოების მოქმედი ტარიფი 1 კვტ/საათზე 1,187 თეთრს შეადგენდა. ახალი ტარიფი კი 1,496 თეთრი დადგინდა. ტარიფის ზრდამ 1 კილოვატზე 0,3 თეთრი შეადგინა. "ვარდნილჰესის" შემთხვევაში კი წარმოების ტარიფის ზრდამ 1,7 თეთრი შეადგინა.

სემეკ-ის განცხადებით, ახალი ტარიფი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა.

„წარმოების ტარიფების ცვლილება სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება“, - განაცხადა სემეკ-ის წევრმა გოჩა შონიამ.

წარმოების ტარიფების გადახედვა ენგურჰესისთვის და ვარდნილჰესისთვის 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა.