ენგურჰესს ტარიფი გაუზარდეს, რა ელის მოსახლეობას?
ენგურჰესს ტარიფი გაუზარდეს, რა ელის მოსახლეობას?
15 დეკემბერი / 2016
ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნების საკითხი ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ენერგეტიკის სამინისტროსა და სემეკში ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩება, მაგრამ სპეციალისტები სხვაგვარად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ენერგოსისტემა ზღვარზე მუშაობს, რადგან ტარიფის მატება მხოლოდ ლარის კურსზეა დამოკიდებული.

ჯერჯერობით ერთადერთი დადებითი მომენტი ისაა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში ძვირი დენის წილი მცირდება, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა კი იზრდება. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი - 71%-ით, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენის წილი კი თითქმის 1%-ით შემცირდა. ჰიდროსადგურების დენის წილმა კი 71,9% შეადგინა და ის 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა.

სპეციალისტების თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში იაფი ელექტროენერგიის გამომუშავება იზრდება და შესაბამისად, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიები ტარიფის ზრდასაც არ და ვერ მოითხოვენ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ლარის კურსი 2,5-ის ფარგლებში იმოძრავებს, მაგრამ თუ ეროვნული ვაუტა დღევანდელ ნიშნულზე დარჩა, მაშინ კომპანიები დღის წესრიგში ტარიფის კორექტირების საკითხს აუცილებლად დააყენებენ.

ესკო-ს მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოში გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 906,748 მლნ კვტ/სთ შეადგინა, აქედან თბოსადგურების წილი იყო 254,037 მლნ კვტ/სთ, ანუ მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის 28%. 71,9%, ანუ 652,711 მლნ კვტ/სთ ჰესების წარმოებული დენი იყო, 1,8% კი - იმპორტირებული ელექტროენერგია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაა მოსალოდნელი. მისი აზრით, თუკი არ მოხდება ტარიფის ცვლილება, გახშირდება ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები.

"ან ელექტროენერგიის ტარიფი უნდა გაძვირდეს, რომ სისტემა არ დაინგრეს, ან უნდა გახშირდეს გრაფიკით გათიშვები. სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ამაზეა საუბარი, რომ ბევრგან ერთდროულად ხდება გათიშვა, შეუძლებელია ეს ყველაფერი მხოლოდ ავარიებით იყოს გამოწვეული.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ისინი ვერ განახორციელებენ
You must have Flash Player installed in order to see this player.
იმ ოდენობით ინვესტირებას, რაც სემეკისთვის წარდგენილ განაცხადში ჰქონდათ მითითებული. ზოგადად, თუ ჩვენ გვინდა, რომ სისტემა არ დაინგრეს, ტარიფი უნდა იყოს იმდენი, რამდენიც მისი შენარჩუნებისთვის არის საჭირო. ამისთვის მოსახლეობის შემოსავალიც ადეკვატური უნდა იყოს",- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ჯერ კიდევ მსჯელობენ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით. აქამდე ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც კომისიამ მიიღო, შპს "ენგურჰესისთვის" წარმოების ტარიფის გაზრდას უკავშირდება.

აქამდე ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი 1 კვტ/საათზე 1,187 თეთრს შეადგენდა, ახლა კი იგი 1,496 თეთრით განისაზღვრა. შესაბამისად, ტარიფის ზრდამ 1 კვტ/სთ-ზე 0,3 თეთრი შეადგინა.

როგორც სემეკში აღნიშნავენ, ახალი ტარიფი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა. "წარმოების ტარიფების ცვლილება სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება", - დასძინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.

წარმოების ტარიფების გადახედვა "ენრუგჰესისთვის" და "ვარდნილჰესისთვის" 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა. რამდენად გაიზრდება სხვა კომპანიებისთვის განკუთვნილი ტარიფი, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მარი ლიქოკელი
გაზეთი "რეზონანსი"


კომენტარები (1)
20.12.2016
123
ავშენდით ავშენდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით
მსგავსი სიახლეები
ცუდია, რომ ჩვენ გვყავს მაძღარი მინისტრები და მშიერი მოსახლეობა, - ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები დაცული არ არის. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზის ტარიფების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ორდღიანი აქცია დასრულდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, მიკროავტობუსები და ავტობუსები დილიდან მგზავრთა გადაყვანას ძველი ტარიფით უზრუნველყოფენ.
კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებით, თბილისში, მიკროავტობუსით გადაადგილების გარკვეულ მარშრუტებზე მგზავრობის საფასური იზრდება.
რამდენიმე თვეში გაზზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი გვექნება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის განმავლობაში გამართულ საჯარო სხდომებზე ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის
სემეკ-ს ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევს, რომ დადგინდეს ის ობიექტური ტარიფი, რომელიც ენერგოკომპანიებს ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას მისცემს, ხოლო მოსახლეობას მისცემს იმის საშუალებას, რომ მიიღოს და შეისყიდოს ის პროდუქტი
საჯარო სამსახური მოსახლეობიდან წამოსული დაკვეთის შესრულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში სასტუმრო „რუმსში“ განაცხადა
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.03.2017
28 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშრისო აეროპორტიდან ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკასა და ვარშავის მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდულია
სრულად
27.03.2017
ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის კანონით დადგენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობა - იცვლება.
სრულად
27.03.2017
საქართველო რეგიონის წარმატებული ქვეყანაა საინვესტიციო მიმზიდველობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სრულად
27.03.2017
მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან.
სრულად
27.03.2017
სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის წესებს ამოწმებს, - ამის შესახებ  სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.03.2017
28.03.2017
USD
1
USD
2.4513
2.4455
EUR
1
EUR
2.6484
2.6573
GBP
1
GBP
3.0609
3.0794
RUB
100
RUB
4.2821
4.3079