საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორისა და ფაქტობრივი მმართველის მიმართ პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორის, თამაზ ლობჟანიძისადმი და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველის, მერაბ ფერაძისადმი პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე საკმაოდ მოცულობითია და მასში არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე წერილობითი მტკიცებულებები.

„ჩვენ ვითხოვთ ლობჟანიძისა და ფერაძის მიმართ გამოყენებული იყოს აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა. საქმეზე დაკითხულია 1400 დაზარალებული, ასევე, საქმეში არის წერილობითი მტკიცებულებები, სადაც დგინდება ბრალდებულების დანაშაული“, - განაცხადა ვანო ოქროპირიძემ.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან არიან ასევე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, აუნაზღაურდეთ და მიიღონ მათი კუთვნილი თანხა.