ვინ არიან ტრამპის მინისტრთა კაბინეტის მილიარდერი და მულტიმილიონერი წევრები

დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მდიდრულად გამოიყურება. 

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა წამყვან თანამდებობებზე ძირითადად მილიარდერები და მულტიმილიონერები დაასახელა. საერთო ჯამში, აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის ქონება 14 მილიარდ დოლარს უტოლდება

ბეთსი დავოსი - 5,2 მილიარდი დოლარი

ტრამპის მინისტრთა კაბინეტში ყველაზე მდიდარი განათლების მდივნის პოსტზე წარდგენილი ბეთსი დევოსია, რომლის ქონება 5,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ვიდრე ტრამპი ამ თანამდებობაზე დაასახელბდა ბეთსი დავოსი 2003-2005 წლებში მიჩიგანში რესპუბლიკელთა პარტიის თავმჯდომარე იყო.

სტივენ მნუჩინი - 40 მილიონი დოლარი

ხაზინის მდივნის იგივე ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი სტივენ მნუჩინის ქონება 40 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მნუჩინი 17 წლის განმავლობაში მუშაობდა Goldman Sachs-ში, სადაც საინვესტიციო ბანკირი იყო.

მნუჩინს აგრეთვე იტაცებს კინოპროდუსერობა და ისეთი ფილმების პროდუსერია, როგორებიცაა ”პაის ცხოვრება”, ”ამერიკელი სნაიპერი”, ”შეშლილი მაქსი 4” და ა.შ.

უილბარ როსი - 2,9 მილიარდი დოლარი

„ფორბსის“ მონაცემებით, აშშ-ის ვაჭრობის მომავალი მინისტრის უილბარ როსის, მეტსახელად „გაკოტრების მეფის“ ქონება 2.9 მილიარდი დოლარია. „ფორბსის“ ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში როსი 232-ე ადგილს იკავებს.

როსი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამს. „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტრამპს ვუჭერ მხარს, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტად რადიკალური და ახალი მიდგომა მთავრობისადმი. ჩემი აზრით, მიზეზი, რის გამოც ტრამპის ფენომენი ასეთი მნიშვნელოვანი გახდა, საშუალო და საშუალოზე დაბალი კლასის ამერიკელებშია, რომლებიც ბოლო 10-15 წელია სარგებელს ვეღარ ნახულობენ ქვეყნის ეკონომიკისგან. ეს ფენა დაიღალა და მათ სიახლეები უნდათ“, - განაცხადა როსიმ ერთ-ერთი ინტერვიუში.

რექს ტილერსონი - 150 მილიონი დოლარი

სახელმწიფო მდივანის კანდიდატად დასახელებული რექს ტილერსონის ქონება 150 მილიონი დოლარია. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, მხოლოდ მიმდინარე წელს ტილერსონმა 24,3 მილიონი დოლარი იშოვა. ტილერსონი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია ExxonMobil-ის ყოფილი ხელმძღვანელია და კომპანიაში 1975 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე.

ჯეფ სეშენი - 7,52 მილიონი დოლარი

მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი ჯეფ სეშენსის ქონება 7.52 მილიონი დოლარია. სეშენსი დიდი ხნის მანზილზე ალაბამას სენატორი იყო. მისი ქონება 2.6-ჯერ აღემატება სენატორების საშუალო ქონებას.

ბენ კარსონი - 30 მილიონი დოლარი

მშენებლობის და ქალქის განვითარების მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი დოქტორ ბენ კარსონის ქონება 30 მილიონ დოლარს შეადგენს. კარსონი ყოფილი ნეიროქირურგია, რომელიც თავადვე ცდილობდა რესპუბლიკელთა რიგებში პრეზიდენტის ნომინაციის მოპოვებას.

ტიმ პრაისი - 13,6 მილიონი დოლარი

ჯანდაცვის მინისტრის ტომ პრაისის ქონება 13.6 მილიონი დოლარია. პრაისი ჯორჯიის შტატის წარმომადგენელია და „ობამაქეას“ მწვავე კრიტიკოსი გახლდათ.

ელეინ ჩაო - 22,8 მილიონი დოლარი

ტრანსპორტირების მინისტრის კანდიდატად დასახელებული ელეინ ჩაოს ქონება 22.8 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩაო რვა წლის განმავლობაში ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის წევრი გახლდათ. ჩაოს მეუღლე კენტუკის შტატის სენატორი მიჩ მაკკონელია, რომლის ქონება 22,8 მილიონი დოლარია. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, 2014 წელს მაკკონელი 7,8 მილიონი დოლარის მფლობელი იყო.

ლინდა მაკმაჰონი - 500 მილიონი დოლარი

მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი ლინდა მაკმაჰონის ქონება 500 მილიონი დოლარია. ლინდა პროფესიული რესლინგის კომპანიის დამაარსებლის ცოლია. მისი მეუღლის, ვინს მაკმაჰონის ქონება 1.14 მილიარდი დოლარია.

რიკ პერი - 3 მილიონი დოლარი

ენერგეტიკის მინისტრის კანდიდატად დასახელებული რიკ პერის ქონება 3 მილიონი დოლარია. ერთ დროს ის აქტიურად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს. გამოცემა Star Telegram-ის ინფორმაციით, პერიმ მილიონერი უძრავ ქონებაში ინვესტირებით იშოვა, როდესაც ის უკვე სახელმწიფო სამსახურში იყო.

მაიკ პენსი - 211 510 დოლარი

ვიცე პრეზიდენტად წარდგენილი მაიკ პენსის ქონება სულ რაღაც 211 510 დოლარს შეადგენს. ინდიანას გუბერნატორის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი შემოსავალი ბოლო ათი წლის მანზილზე 200 000 დიოლარზე მეტი არასოდეს ყოფილა.