ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდება
ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდება
19 დეკემბერი / 2016
ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბანკს შორის ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

”მონეტებსა და ფულის ისტორიას ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკისა და ისტორიის საკითხების გაშუქებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს (ისტორიული კოლხეთის), როგორც სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი ადრეული კერის წარმოჩენას მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში.

ეროვნული ბანკი მუზეუმს გადასცემს მის მიერ გამოშვებულ საკოლექციო და მიმოქცევის დანიშნულების, ასევე, მიმოქცევიდან ამოღებულ ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც სამომავლოდ მუზეუმის საგამოფენო სივრცეში განთავსდება.

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმი ეროვნულ ბანკთან ერთად განახორციელებს შემეცნებითი-სასწავლო პროექტებს კულტურის, მეცნიერებისა და ისტორიის სფეროში”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გალარების დაწყებიდან მესამე დღეს საქართველოს კომერციულ ბანკებს სესხების გასალარებლად 2000-მე მეტმა ადამიანმა მიმართა
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" 35 წლის ნათია ნინიკელაშვილის ბიზნეს ისტორიას წარმოგიდგენთ.
მონეტიზაცია იყო გარდაუვალი. ფსიქოლოგიურად საზოგადოება მზად უნდა ვყოფილიყავით, რომ ადრე თუ გვიან, ეს საკითხი დადგებოდა
კალაძე იტყუება, - ამის შესახებ  პარლამენტის ყოფილმა წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ”გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების შეფასებისას განაცხადა.
ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს „გაზპრომთან“ გაფორმებული ძველი და ახალი ხელშეკრულებები, რადგან ჩვენც და რიგით მოქალაქეებსაც გვქონდეს საშუალება, შევადაროთ რეალურად, რა შეიცვალა პირობებში და რა შედეგი მივიღეთ ახალი ხელშეკრულებით
კახა კალაძეს ერთ რამეს ვურჩევდი - ღირსეულად მარცხის აღიარება ხშირ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ვირტუალური გამარჯვების გამოცხადება
„ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების შინაარსის გასაჯაროებას და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
17 იანვარს სესხების გალარების პროგრამა დაიწყო, რომელიც დაახლოებით 33,000-მდე სესხს შეეხება, ამ თანხის ლარში კონვერტაციისთვის კი ვადად 2 თვეა გათვალისწინებული.
საია ხვალ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით განცხადებას წარადგენს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.01.2017
„ფორბსის“ რუსული გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე საკუთარი კოლექციიდან ცნობილი მხატვრების სამი ნამუშევარი გაყიდა.
სრულად
21.01.2017
ბორჯომის შესასვლელში შეიარაღებულმა ნიღბიანმა კომპანია "ვისოლის" კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა.
სრულად
21.01.2017
ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სრულად
21.01.2017
შევეცდებით, რომ მთელი რესურსის დიდი ნაწილი სოფლის სკოლებზე დაიხარჯოს
სრულად
21.01.2017
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
22.01.2017
23.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6763
EUR
1
EUR
2.8457
2.8457
GBP
1
GBP
3.2894
3.2894
RUB
100
RUB
4.4722
4.4722