ჩინური კომპანია CAMCE საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ჩინური კომპანია CAMCE-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან იუწყებიან, კომპანია საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ჩინური კომპანია CAMCE SINOMACH-ის შვილობილი, ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაციაა ჩინეთში. საქართველოს მიმართ მისი ინტერესი კი, განპირობებულია ჩინეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მაღალი დონის მოლაპარაკებებით, რომელიც 2017 წელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება.