გუდაურში დღეს ახალი საბაგირო გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ დღეს გუდაურში ახალ საბაგიროს გახსნის. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუდაურში დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო, რომლის მშენებლობა Black sea Group-მა განახორციელა. ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია.

გუდაურის კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და ახალი საბაგიროს გახსნის ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია იმ პირთა დაჯილდოება, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.