სემეკი დღეს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს, ასევე „ზაჰესს“ დაუდგენს

სემეკი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს, ასევე „ზაჰესს“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფებს დღეს დაუდგენს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება, რომელზეც სემეკი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს - აწჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესი, ჩითახევჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, რიონჰესი, საცხენჰესი, ორთაჭალჰესი - ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაუდგენს.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე სემეკი „ზაჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზეც იმსჯელებს.

რაც შეეხება ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 26 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს. სწორედ 26 დეკემბერს დაუდგენს სემეკი „თელასსა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2017 წლის ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს.