კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას შეხვდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს, მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, კახა კალაძე კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს დღეს შეხვდება, „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას კი - 24 დეკემბერს.

კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება.