ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაინიშნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაინიშნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი აირჩია.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.