10 კომპანია, რომელიც აწარმოებს ყველაფერს, რასაც შეიძენთ

დღეს, პრაქტიკულად ყველაფერს, რასაც შეიძენთ, ეს ტრანსნაციონალური კომპანიები აწარმოებენ, "მარსის", "სნიკერსისა" და "ფანტას" ჩათვლით:

1. Kraft Foods

კომპანია 1903 წელს ჯეიმ კრაფტის მიერ დაარსდა და დღეს მსოფლიოში პროდუქტების წარმოებით მეორე ადგილზეა. მისი პროდუქცია მსოფლიოს 155 ქვეყანაში იყიდება.

2. Nestlé S.A.

Nestle მსოფლიოში საკვები პროდუქტების წარმოებაში ლიდერობას არ თმობს. კომპანია თქვენი საყვარელი Nescafe-ს, KitKat-ისა და Nesquik-ის ავტორია.

3. Procter&Gamble

მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანია წლის განმავლობაში რეკლამაში 8 მილიარდ დოლარს ხარჯავს. ის შემდეგ ბრენდებს მოიცავს: Fairy, Ariel and Lenor, Pampers, Tampax, Head&Shoulders, Pantene, Old Spice, Hugo Boss, Dolce&Gabanna, Gucci და მრავალი სხვა.

4. Johnson&Johnson

კოსმეტიკა, ჰიგიენის პროდუქტები და სამედიცინო აღჭურვილობა - ეს ის პროდუქციაა, რასაც კომპანია Johnson&Johnson 230 სხვა კომპანიასთან ერთად აწარმოებს.

5. Unilever

სახლის დასუფთავების საშუალებებსა და პარფიუმერიას, რომელსაც ბევრი თქვენგანი ყოველდღიურად იყენებს, კომპანია Unilever აწარმოებს.

6. Mars, Inc

დღეს კომპანია Mars-ის პროდუქციას ყველა ჩვენგანი იძენს, რადგან ის ყველაზე პოპულარულ ტკბილეულს აწარმოებს. ესენია: M&M’s, Snickers, Mars, Skittles, Twix, Bounty, Celebrations, Starbust და ცხოველების საკვებსაც - Pedigree, Whiskas, Kitekat.

7. Kellogg’s

კომპანია 1906 წელს, მიჩიგანის შტატში, აშშ-ში დაარსდა. Kellogg’s დილის მარცვლეულის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

8. General Mills, Inc

კორპორაცია საკვებ პროდუქტებს, სათამაშოებსა და ტანსაცმელს აწარმოებს, ასევე რესტორნების ქსელს ფლობს. კომპანია ასევე დაკონსერვებულ პროდუქტებსაც უშვებს.

9. PepsiCo

PepsiCo 1965 წელს დაარსდა, როდესაც კომპანია "პეპსი კოლა" და "ფრიტო ლეი" ერთმანეთს შეუერთდა. ის სასმელების მწარმოებელია, მათ შორის 7up-ის, Mountain Dew-ს და სხვა.

10. Coca-Cola

უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „კოკა-კოლაა,“ რომელიც საკუთარ პროდუქციას მსოფლიოს 200 ქვეყანაში ყიდის.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო ALLNEWS.GE