26 დეკემბერს გახდება ცნობილი გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, 26 დეკემბერს გახდება ცნობილი.ენერგეტიკისა და წყალმარაგების მარეგულირებელ კომისიაში 26 დეკემბერს, 12:00 საათზე სხდომაა დანიშნული, რომელზეც სემეკი კომპანიებს - „თელასსა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2017 წლის ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფებს დაუდგენს.

გაიზრდება თუ არა დენის სამომხმარებლო ტარიფები, სემეკ-ში წინასწარ პროგნოზს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ 26 დეკემბერს შესაბამისი დეპარტამენტი წარმოადგენს დადგენილების პროექტს, რომელსაც სემეკი კენჭს უყრის და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

სემეკის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.