საქართველოსა და ინდოეთს შორის შესაძლოა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაწესდეს

საქართველოსა და ინდოეთს შორის შესაძლოა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაწესდეს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, მისი თქმით, ინდოეთში განხორციელდა მისი მოადგილის ვიზიტი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზეც იყო საუბარი.

”ინდოეთთან ძალიან აქტიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ჩემი მოადგილე ზვიად გონაძე ინდოეთიდან დღეს დაბრუნდა. ვსაუბრობთ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე, ინოვაციების, ვაჭრობის, განათლების ნაწილში თანამშრომლობაზე და ტრანზიტის ნაწილში ინდოეთის მეტ ჩართულობაზე ჩვენი მიმართულებით”, - განაცხადა ჯანელიძემ.