Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებაში ამ დროისთვის გამყარების ტენდენციით ხასიათდება

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 2.6500 ლარად იყიდება. Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დოლართან მიმართებაში ლარი დღესაც გამყარების ტენდენციით ხასიათდება.

უფრო კონკრეტულად, თბილისის დროით 12:45 წუთზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა 1 აშშ დოლარი/2.7050 ლარით დაიწყო, ამ დროისთვის კი 1 აშშ დოლარი 2,65 ლარი ღირს.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2 პუნქტით გამყარდა. ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7302 ლარია.