სავალუტო ჯიხურებში მომხმარებლებს ისევ ატყუებენ
სავალუტო ჯიხურებში მომხმარებლებს ისევ ატყუებენ
27 დეკემბერი / 2016
სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი უშვერიძე  ვალუტის გადამცვლელი პუნქტში მომხდარ ინციდენტის შესახებ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მომივიდა ინციდენტი ვალუტის გადამცვლელ პუნკტში, რომელიც იმყოფება პუშკინის ქ. №6, 100$ ვახურდავებდი და მომცეს 25 ლარით ნაკლები, თურმე საკომისიო ყოფილა 9%, ყურადღება არ მივაქციე, მიჩვეული ვარ რომ ფულს ყოველთვის ვახურდავებ იმ კურსით რომელიც გარედან წერია და საკომისიო პირველად მესმის. მოლარეს ვთხოვე რომ ფული უკან დამიბრუნოს, რაზეც მიპასუხა რომ არ დაგიბრუნებ, თუ გინდა პოლიციას დაურეკე ან მიჩივლე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფულს არ დაიბრუნებო. დაახლოებით ნახევარი საათით გავედი მაგ ადგილიდან, როცა დავბრუნდი დამხვდა 2 პოლიციის მანქანა და დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ჩემნაირად მოატყუეს 80 ლარად, პოლიციამ მხრები ათამაშეს და წავიდნენ, თქვეს რომ ყველაფერი კანონიერია. ჩვენ გადავწვიტეთ ვიდგეთ მანდ და უბრალოდ ხალხი გავაფრთხილოთ, 4 საათის განმავლობაში 15-20 ადამიანი აპირებდა დახურდავებას, მაგრამ გაფრთხილების შემდეგ რათქმაუნდა ყველამ გადაიფიქრა.
ხვალ ვაპირებთ 12:00 საათიდან - 21:00 საათამდე მანდ ვიქნებით, და შევეცდებით რომ არცერთი ადამიანი არ მოტყუვდეს. თუ გცალია შემოგვიერთდი რომ შევანაცვლოთ ერთმანეთი.
ბოდიში თუ შეცდომებით წერია)" - წერს უშვერიძე.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანების თანახმად,  ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის გადამცვლელი
პუნქტის მომსახურების მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის
კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის
შესახებ.
"ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების
საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო
ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის თითოეულ
მაჩვენებელთან) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომის
ინფორმაციის განთავსება", - ნათქვამია ბრძანებაში.


კომენტარები (10)
11.01.2017
nika1
აქაც მიშა მოილანდეთ. მიშას დროს ხდებოდა ასეთი რამეები თუ ამ თქვენი მოთრეული წუნკლების დროს დაიწყო ... მეტის ღირსები ხართ. ისე უნდა იყოს გაჭირვებისგან ნახევარი ქვეყანა შიმშილის პირას მივიდეს და მეორე ნახევარი კიდევ უარეს დღეში. მერე იძახეთ ბიძინა ბიძინა. <br />
10.01.2017
ჰმ
ტქვე დალოცვილო მერე ტქვენც სხვა ჯიხურში გადაახურდვეტ, ეგეტი ჯიხურუ ქალაქში სულ 5 ია, უცხოელებს ეკუტვნიტ ეგეტი ტაღლიტობა უნდა ისჯებოდეს ცესიერ ქვეყანაში მარა ეს წესიერი ქვეყანა როდის აქეტაა ლომბარდების დაცვის ასოციაცია რაღა ხორობაა, ესაა მისის ან პატრონი ან ტავად იქ იტბობს ხელს, არამად შეგერგოს ქურდობიტ ნაშოვნი შე ნაგავო
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2017
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის გამო კომპანია "სოკარმა" საწვავი გამოყო. კერძოდ, სტიქიასთან საბრძოლველად კომპანიის მხრიდან 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელია გამოყოფილი.

ამასთან, "სოკარი" ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენაშიც მიიღებს მონაწილეობას და ხეებს 2 ჰექტარზე დარგავს.

"სამწუხაროდ სტიქიამ ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა. მაშველები და მეხანძრეები კვლავ ებრძვიან და იმედი გვაქვს, მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. აუცილებელია, ერთმანეთს მაგალითი მივცეთ და გავერთიანდეთ, როგორც დღეს ჩვენს ხელთ არსებული დახმარების საშუალებით, ასევე, მომავალში ტყის აღდგენაში ჩვენი წვლილის შეტანით. კომპანია SOCAR Georgia Petroleum-მა სტიქიასთან საბრძოლველად 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელი გამოყო. ასევე მივიღებთ მონაწილეობას ტყის აღდგენაში და დავრგავთ ხეებს 2 ჰექტარზე,"-ნათქვამია კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
23.08.2017
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა თავისუფალია
სრულად
23.08.2017
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.
სრულად
23.08.2017
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
სრულად
23.08.2017
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3946 ლარი შეადგინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.08.2017
24.08.2017
USD
1
USD
2.3913
2.3946
EUR
1
EUR
2.8107
2.8216
GBP
1
GBP
3.0666
3.0646
RUB
100
RUB
4.0489
4.0493