ზურაბ ჭიაბერაშვილი - კიდევ უფრო რთული 2017 წელი გველოდება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - კიდევ უფრო რთული 2017 წელი გველოდება
27 დეკემბერი / 2016
ყველა ინსტრუმენტი, რასაც ახლა მთავრობა გვთავაზობს, ბიზნესის და ეკონომიკური თავისუფლების საწინააღმდეგოა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს ბიზნესი გაჩუმდეს, ეს ბიზნესაქტივობას შეამცირებს და ჩვენ გველოდება კიდევ უფრო რთული 2017 წელი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დედოლარაზაციის გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების კომენტირებისას განუცხადა.

ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც დგინდება შეზღუდვები უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით, ასევე, სესხისთვის (გარდა იპოთეკურისა) პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნ
You must have Flash Player installed in order to see this player.
და აღემატებოდეს.

„დედოლარიზაციისთვის ყველაზე საუკეთესო არის სტაბილური და სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ყველა ქვეყანაში, სადაც ეს წარმატებით მოხდა - იყო ეს პოლონეთი, ჩილე, ისრაელი თუ საქართველოს საკუთარი გამოცდილება, როცა დოლარიზაციის მაჩვენებელი იკლებდა - ეს ხდებოდა მხოლოდ სტაბილური, სწრაფი ეკონომიკური ზრდით. ყველა ინსტრუმენტი, რასაც ახლა მთავრობა გვთავაზობს, ეს არის ბიზნესის და ეკონომიკური თავისუფლების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს ბიზნესი გაჩუმდეს და მთავრობის მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ არ გამოხატოს, დამერწმუნეთ, რომ ეს ბიზნესაქტივობას კიდევ უფრო შეამცირებს და ჩვენ გველოდება კიდევ უფრო რთული 2017 წელი. რაც არ უნდა პოპულარული ჩანდეს ახლა საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესება და ხალხს მოსწონდეს, რომ დავსაჯოთ ბანკები და მიკროსაფინანსოები, ვინაიდან აგრესია ახლა მათზე არის გადასული, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ინიციატივები ყველა ადამიანს, ვისაც სესხის აღება უწევს, ლომბარდებისკენ, კიდევ უფრო გაღარიბებისკენ, კიდევ უფრო მძიმე ვალებში ჩაგდებისკენ უბიძგებს. ის, რაც ჩვენ ახლა მოკლევადიანად პოპულარული გვგონია, სინამდვილეში, 6-7 თვეში ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება მთლიანად ეკონომიკისთვის და ძალიან ბევრი ოჯახისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში (აფბა) მიიჩნევენ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კერძო მესაკუთრეების ინტერესებთან.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” კერძო დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ მშენებლებს ინფორმაცია მიაწოდა.
დილით გამოქვეყნებული ციფრები უფრო ადასტურებს იმას, რომ შესაძლებელი იქნება იმ ზრდის მიღწევა, რომელიც გაცხადებული იყო მთავრობის მიერ
საქართველოს საავიაციო ბაზარზე დღეიდან ოპერირებას იწყებს იორდანიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Jordan
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელიც  საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების თავმჯდომარეებსა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას ეხება.
თბილისში ხვალ საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა „ესტონეთის წარმოების" (Enterprise Estonia) მმართველი საბჭოს ახლად დანიშნულ თავმჯდომარესთან
”ინოვაციური მართვის სისტემა”, ”ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ქმნის მოტივაციას,” ”თეთრი სპილო თუ მკვდარი ცხენი?! ანუ როგორ შევარჩიოთ ყველაზე სარგებლიანი პროექტი - ეს თემები ბიზნეს ვორქშოფზე ”ლურჯი ოკეანე” განიხილეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
სრულად
28.04.2017
პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.
სრულად
28.04.2017
ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდა დაიხუროს „ელიავას ბაზრობა“, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში
სრულად
28.04.2017
ახალი რეგულაციით „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა
სრულად
28.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768