სიღნაღის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა

27 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტის განხილვას 20 დეპუტატი ესწრებოდა. ბიუჯეტი სესიაზე 18 ხმით მიიღეს.2017 წლის ბიუჯეტის პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა წარადგინა.

სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი 6086,7 ათასი ლარით განისაზღვრა.