”სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტში 52,3 მლნ ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი

”სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში მთლიანობაში 52,3 მლნ ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი.როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს 13,6 მლნ ლარით მეტი იქნება 2015 წლის ფაქტიურ მაჩვენებელთან, ხოლო 12,3 მლნ ლარით მეტი, 2016 წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით.

”აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილება, თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დღეს დაამტკიცა”, -ნათქვამია მერიის განცხადებაში.