ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო და საბაგირო უფასო იქნება

ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო, საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დავით ნარმანია მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წელს შეაჯამებს და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის 1-ლი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე შობას, 6 იანვრის 00:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. მოქალაქეები ასევე უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის 1-ლი იანვრის 03:00 საათამდე.