გიორგი გახარია - აუცილებლად მივალთ პარლამენტში

ზუსტი თარიღი არ ვიცით, თუმცა ეს არ არის ძალზე გადავადებული დრო, აუცილებლად მივალთ პარლამენტში, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ეკონომიკური გუნდის დაბარებასთკან დაკავშირებით.

გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია პარლამენტთან. მისივე თქმით, ის მზად არის ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს.

„ჩვენ აუცილებლად მივალთ პარლამენტში, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ კითხვების ნაწილი რამდენიმე კვირის წინ იყო დასმული, კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს პარლამენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ზუსტი თარიღი არ ვიცით, თუმცა ეს არ არის რაღაც ძალზე გადავადებული დრო, აუცილებლად მივალთ პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.