“თეგეტა მოტორსი” ავტომფლობელებს უპრეცენდენტო შეთავაზებას სთავაზობს

“თეგეტა მოტორსი” ავტომფლობელებს უპრეცენდენტო შეთავაზებას სთავაზობს. ”მხოლოდ 29, 30 და 31 დეკემბერს, ისარგებლეთ „თეგეტა მოტორსის“ უპრეცენდენტო, საახალწლო შეთავაზებით.ეს არის აქცია, რომელსაც მთელი წელი ელოდა მომხმარებელი. შეიძინეთ ნებისმიერი პროდუქცია, ან მიიღეთ სასურველი მომსახურება და დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 50%-ი თეგეტა ქარდზე”, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, შეთავაზება მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში.

წინასწარი რეზერვაციისა და აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ ცხელ ხაზზე: 226 44 44.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია საქმიანობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით”, - აცხადებენ კომპანიაში.