2016 წელს ტოიტა ცენტრი თეგეტა-ს მრავალფეროვან მომსახურებებს TOYOTA PLUS დაემატა
2016 წელს ტოიტა ცენტრი თეგეტა-ს მრავალფეროვან მომსახურებებს TOYOTA PLUS დაემატა
30 დეკემბერი / 2016
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“- ტოიოტას ახალი ოფიციალური დილერია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს , მხოლოდ ორიგინალ ავტო სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და ავტო ტექმომსახურებას.„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არის „თეგეტა მოტორსის“ რიგით მე-5 შვილობილი კომპანია და აერთიანებს „თეგეტა მოტორსი“-ს ხარისხსა და ტოიოტას საიმედოობას.

2016 წელს ტოიოტა ცენტრი თეგეტა-ს მრავალფეროვან მომსახურებებს TOYOTA PLUS დაემატა. პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და მომხმარებლის ინტერესიც ამ ახალი წამოწყების მიმართ უფრო და უდრო იზრდება.TOYOTA PLUS მოიცავს სერტიფიცირებულ ავტომობილებს გარბენით, რასაც თან ერთვის ტოიოტას დილერი სოფიციალური გარანტია და ექსკლუზიური თრეიდ-ინსერვისი.

TOYOTA PLUS მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაანაცვლონ საკუთარი მეორადი ავტომობილი ტოიოტას უახლესი მოდელით. ამისთვის ტოიოტა ცენტრი თეგეტა“მომხმარებლებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს ავტომობილის შესაფასებლად.

ავტომობილის შეფასება ხდება სპეციალურად დატრენინგებული ექსპერტის მიერ, რომელიც ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებისა და სრული შემოწმების საფუძველზე ავტომობილის რეალურ ღირებულებას აფიქსირებს. აღსანიშნავია, რომ ცენტრის მიერ შეფასებული ავტომობილების ღირებულება მაქსიმალურადაა მიახლოებული ავტომობილების საბაზრო ღირებულებასთან, რაც ამ მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის კლიენტისთვის.
TOYOTA PLUS მომსახურება ასევე მორგებულია მათზე, ვინც აპირებს შეიძინოს ავტომობილი გარბენით და
You must have Flash Player installed in order to see this player.
სურს დარწმუნებული იყოს მის ტექნიკურ გამართულობაში. განსხვავებით სტანდარტული გარბენიანი ავტომობილების შეძენის პროცესისა, მოიცავს ავტომობილის სრულ შემოწმებას გამოცდილი ექსპერტის მიერ, დამატებით 2 წლის გარანტიას და ევაკუატორის მომსახურებას, რაც გარბენის მქონე ავტომობილის შეძენას უფრო საიმედოს და ეფექტურს ხდის.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ს შესყიდვებისა და გაყიდვების მენეჯერი, გიორგი კობახიძე, პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ TOYOTA PLUS საქართველოს საავტომობილო ბაზრისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის და უკვე წარმატებულადაც მიმდინარეობს. მეორადი ავტომობილების შეძენა ბევრად უფრო უსაფრთხო ხდება, რადგან ცენტრის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული მეორადი ავტომობილები სრულ შემოწმებას გადიან, რასაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ს მიერ დამატებული 2 წლიანი გარანტიაც ადასტურებს.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფლიო ტენდენციებს, ქართველ მომხმარებელს მუდმივად სიახლეები შესთავაზოს და იზრუნოს არა მხოლოდ მომხმარებლის კმაყოფილებაზე, არამედ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ გარემოზე. ამისი კიდევ ერთი დასტურია 2016 წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ს მიერ შემოთავაზებული TOYOTA RAV4 HYBRID-იც, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო უკვე მზადაა ჩაერთოს მსოფლიო ეკოლოგიურ ტენდენციებში და ხელი შეუწყოს ელექტრო ავტომობილების პოპულარიზაციას. (R)
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.03.2017
28 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშრისო აეროპორტიდან ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკასა და ვარშავის მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდულია
სრულად
27.03.2017
ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის კანონით დადგენილი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობა - იცვლება.
სრულად
27.03.2017
საქართველო რეგიონის წარმატებული ქვეყანაა საინვესტიციო მიმზიდველობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სრულად
27.03.2017
მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან.
სრულად
27.03.2017
სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის წესებს ამოწმებს, - ამის შესახებ  სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.03.2017
28.03.2017
USD
1
USD
2.4513
2.4455
EUR
1
EUR
2.6484
2.6573
GBP
1
GBP
3.0609
3.0794
RUB
100
RUB
4.2821
4.3079