წიგნი, რომელიც დიდ ცვლილებებს მოახდენს ქართულ ბიზნეს სექტორში
წიგნი, რომელიც დიდ ცვლილებებს მოახდენს ქართულ ბიზნეს სექტორში
30 დეკემბერი / 2016
კიმისა და რენე მობორნის წიგნში ”ლურჯი ოკანეების სტრატეგია” ბიზნეს სამყარო განხულია ორ სივრცედ - წითელ და ლურჯ ოკეანეებად. წითელი ოკეანეები წარმოადგენენ უკვე ცნობილ და გამოცდილ საბაზრო სივრცეს, რომელიც ყველა არსებულ ინდუსტრიას მოიცავს. ლურჯი ოკეანეები კი ჯერაც ამოუცნობი, კონკურენციისგან თავისუფალი სივრცეა, სადაც ნიშა კი არ უნდა მოიპოვო, არამედ თავად შექმნა. სანდერ შხრუვერსი პიარისა და მარკეტინგის ჰოლანდიელი სპეციალისტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და მწერალია. ჩვენ გთავაზობთ მონოლოგს, სადაც ის ბიზნეს ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერზე „ლურჯი ოკეანის სტრატეგიაზე გვესაუბრება, წიგნზე, რომელსაც ქართულ ბიზნესსექტორში დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია.

განსაკუთრებულ სილამაზეს ვხედავ იმაში, თუ როგორი სიჯიუტით მიისწრაფვის შავი ზღვის ტალღები ნაპირისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ჯიუტად უკუაგდებს მათ...აქ ზღვას ლურჯი ოკეანის სერიის გამო ვახსენებ, რომელზე მუშაობაც გამომცემლობა პალიტრა L-მა დაიწყო. ახლა, როდესაც პროდუქტებსა და ბაზრებს, ისევე როგორც მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის არსებულმა საზღვარებმა ასე გადაიწია, ეს სერია ქართველი ბიზნესპროფესიონალების მაგალითებს განსაკუთრებული რელევანტურობით ეხება.

იყო დრო, როდესაც კომპანიას 6 წლამდე შეეძლო კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება, თანამედროვე მობილურ და ვირტუალურ სამყაროში იგივე კომპანია შესაძლოა, ექვსთვიანი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებითაც კი ბედნიერი იყოს. წიგნში ეს მიზეზებია გაანალიზებული და სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ არის ჩან კიმისა და რენე მობორნის გამოცემა - "ლურჯი ოკეანის სტრატეგია" - ასე პოპულარული და სასურველი წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ჩვენს თაროებზე. ეს ის წიგნია, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს, თუ როგორ იქმნება ახალი მოთხოვნა უკონკურენტო ბაზრებზე. ლურჯი ოკეანის მიდგომა კონკურენტის დამარცხებაზე კონცენტრირების ნაცვლად, გეხმარებათ გააძლიეროთ ის ელემენტები, რასაც ნამდვილად აფასებენ თქვენი მომხმარებლები და შეამციროთ ბიზნესის ის ნაწილი, რაშიც მათ ფულის გადახდა არ (ან ნაკლებად) სურთ. ის უზრუნველგყოფთ სტრატეგიით, რომელიც კარგი ფასის საპირისპიროდ რაღაც ახლის შეთავაზებაში დაგეხმარებათ. ამას ლურჯი ოკეანის ენაზე "ღირებულების ინოვაცია" ჰქვია (და რადგან ენა ვახსენეთ, რატომ ვეძახით ჩვენს პლანეტას დედამიწას, მით უმეტეს, რომ მისი ზედაპირის მხოლოდ ოცდაცხრა პროცენტია მიწით დაფარული? ბევრად ობიექტური იქნებოდა, თუ "პლანეტა ოკეანეს" დავუძახებდით...).

კიმისა და მობორნის კვლევაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ისინი კომპანიებს კი არ ანაალიზებენ, არამედ მხოლოდ
კონკრეტულ "სტრატეგიულ სვლებზე", გაბედულ გადაწყვეტილებებზე არიან ორიენტირებულნი, რამაც კომპანიებს წარმატება მოუტანა. გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ზოგჯერ ძველ წარმატებასთან დამშვიდობებას გულისხმობს, რასაც ეკონომისტების უმრავლესობა გააკრიტიკებდა, მაგრამ რეალურად გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა (რომელიმე კომპანიისთვის) გადარჩენასაც კი ნიშნავდეს. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებისთვის საჭირო დროს უკვე აღარ ეხება. ხვალ ის კომპანიები იქნებიან ძლიერნი, რომლებიც სწრაფად შეძლებენ რეპოზიციონირებას. ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ კომპანიებს ახალი იერარქიული მიქსისა და სტრატეგიული ანატომიის ჩამოყალიბება დასჭირდებათ.

ყოველთვის მაოცებდა ქართველი ხალხის მოქნილობა. ეს ის უნარია, რომელიც დასავლეთ ევროპაში მცხოვრებთა უმეტესობას აკლია. მოდი, ცოტა ხნით კაშკაშა ვარსკვლავებით სავსე ლურჯი ოკეანე წარმოვიდგინოთ, ეს შიდა ევროპული ბაზარია. შესაძლოა, კიმისა და მობორნის მეთოდმა ხელახლა დაგაფიქროთ თქვენი კომპანიის ბიზნესმოდელზე კომპანიასა და მომხმარებლელს შორის ღირებულების სწრაფი ცვლილების კონტექსტში.

დაიმახსოვრე: ყველა ბაზარი და ინდუსტრია ოდესღაც ახალი იყო. ამიტომ მსურს ამ აზრით დავასრულო: როგორც მდინარე რიონს სჯერა შავი ზღვის, ასევე მეც მჯერა, რომ გამჭრიახი ქართველები ევროპის ბაზრის შესაძლებლობებს გამოიყენებენ...


ასევე წაიკითხეთ მსგავსი ლიტერატურა



კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.10.2017
კახეთში სასტუმროს პროექტითა და ბიზნეს გეგმით ნაკვეთი იყიდება, რომლის ღირებულებაც 620 000 ლარია.
სრულად
18.10.2017
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4844 ლარი გახდა.
სრულად
18.10.2017
თიკა დუღაშვილი პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკისმცოდნეა.
სრულად
18.10.2017
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა (ე.წ. ზონალური საბჭო) საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირებს შორის მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები გვხვდებიან.
სრულად
18.10.2017
დედაქალაქის მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
18.10.2017
19.10.2017
USD
1
USD
2.4839
2.4844
EUR
1
EUR
2.9223
2.9204
GBP
1
GBP
3.2842
3.2752
RUB
100
RUB
4.3318
4.3347
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

13372-ე