საავტომობილო აფერა - როგორ ატყუებენ „ავტოდილერები“ მომხმარებლებს
საავტომობილო აფერა - როგორ ატყუებენ „ავტოდილერები“ მომხმარებლებს
4 იანვარი / 2017
შსს-მ  თაღლითობის ბრალდებით 4 ავტოდილერი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი: 1975 წელს დაბადებული ვ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ს., 1983 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ტ.თ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებული გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახური იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შპს „ნპ საქართველო“ და შპს „მოტორ ლაინ ქომფანი“ დააფუძნეს და ერთ-ერთ ვებ-გვერდზე რეკლამა განათავსეს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოქალაქეთათვის სასურველი ავტომანქანები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰყავდათ.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები მოქალაქეებთან ყალბ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რომელთა საშუალებითაც ვალდებულებას იღებდნენ, მითითებული ავტომობილები ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში ჩამოეყვანათ, ხოლო მოქალაქეებს თანხები შესაბამის ანგარიშებზე ავტომანქანების ჩამოსვლამდე, წინასწარ უნდა ჩაერიცხათ.

”აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 115 300 აშშ დოლარს და 1900 ევროს. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის - გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 7200 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების კუთვნილი კომპანიების ოფისებიდან სხვადასხვა დოკუმენტაცია და კომპიუტერები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მხილებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით”, - აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო თაღლითობის შემთხვევები მანამდეც არაერთხელ გამოვლენილა. მაგალითად, 2015 წლის აპრილში თბილისისა და რომის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, იტალიაში თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ქართველებისგან დაკომპლექტებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა იტალიიდან ავტომობილების საქართველოში იმპორტის მიზნით, შპს "იტალავტო" დააფუძნა. კომპანია თაღლითური განზრახვით კლიენტებს შემცირებულ ფასებს სთავაზობდა, მეტი სანდოობისთვის სკაიპის საშუალებით ახორციელებდნენ იტალიაში არსებული ავტომობილების საქართველოში პოტენციური მყიდველებისთვის ჩვენებას. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე ჯგუფმა 21 კლიენტთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება და თაღლითურად დაახლოებით 180 000 ევრო მიითვისეს.

მსგავსი თაღლითური სქემით საქართველოში დაფუძნებული კომპანიებიც მოქმედებდნენ. მაგალითად, ორიოდე წლის წინ საქართველოში დააკავეს ავტოთაღლითები, რომლებიც „ამერიკან მოტორსის“ შვილობილი კომპანიის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და თაღლითური გზით მოქალაქეებისგან 350 ათასი დოლარი მიითვისეს.
კომენტარები (6)
05.01.2017
გიორგი
ტყვია უნდათ შუბლში და სხვა აღარ გაიმეორებს.
05.01.2017
იოანე ბასილასჰვილი
ჟაპან ქარსის საქმიტ რატო არ ინტერესდებიტ.მარი გაბიდაურის საქმიტ.რომელმაც ერტი ცელია პული გადაგვახდევინა2400დოლარი.იკნებ დაინერესდეტ ამ ამბიტ?
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.02.2017
დღეიდან ტერაბანკი ფართომასშტაბიან გათამაშებას იწყებს - აიწყე ცხოვრება ტერაბანკთან ერთად!
სრულად
22.02.2017
საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მარტიდან ღია განხილვები დაიწყება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სრულად
22.02.2017
სესხების გალარების პროგრამა იყო სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი - ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის იყო მომგებიანი, ეს ნაბიჯი გადადგა
სრულად
22.02.2017
როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე, ვთვლი, რომ კიდევ ერთი მეგარეგულატორის შექმნა ამ ეტაპზე, ალბათ, არ იყო სწორი
სრულად
22.02.2017
თამბაქოს კონტროლის გაუმჯობესების ზომები ქმედითი იქნება, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 5 ათასზე მეტი კაცი გადავარჩინოთ მტანჯველ სიკვდილს
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
21.02.2017
22.02.2017
USD
1
USD
2.6386
2.6325
EUR
1
EUR
2.8017
2.7739
GBP
1
GBP
3.2872
3.2701
RUB
100
RUB
4.5439
4.5517