სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც  საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 84 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.300 პროცენტით, მაქსიმალური - 7.650 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.510 პროცენტით განისაზღვრა.