შვედეთის ქალაქ გიოტენბურგში ექსპერიმენტის სახით მიმდინარე 6-საათიანი სამუშაო დღე ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით 6-საათიანი სამუშაო დღით გამოწვეული ხარჯები სარგებელს აღემატება.
8-საათიანი სამუშაო დღის შემცირების მიზნით, სვარტედალენის მოხუცთა სახლში დამატებით 17 თანამშრომლის აყვანა გახდა საჭირო, რაც სახლის ხელმძღვანელობას ჯამში 2.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ხარჯი დაუჯდა.
6-საათიან სამუშაო დღესთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლები უფრო ჯანმრთელად გრძნობდნენ თავს, შემცირდა შვებულებები ავადმყოფობის გამო, პაციენტების მოვლის პროცესი გაუმჯობესდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქალაქი არ აპირებს 6-საათიანი სამუშაო გრაფიკის გეგმის მუდმივად გამოყენებას. „ეს დიდ ხარჯებს უკავშირდება. გონივრული ვადის ფარგლებში სამუშაო საათების შემცირება ძალიან ძვირი ჯდება“, - განაცხადა დანიელ ბერნმარმა, ადგილობრივმა მემარცხენე პოლიტიკოსმა.