გურჯაანის კულტურის ცენტრიდან 40 თანამშრომლის გათავისუფლებას ხმაური მოჰყვა

გურჯაანის კულტურის ცენტრიდან 40 თანამშრომლის გათავისუფლებას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. როგორც გათავისუფლებულები აცხადებენ, ისინი სამსახურიდან დაითხოვა არა დირექტორმა ეთერ ლოლაძემ, არამედ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა პაატა ძულიაშვილმა, რომელიც მანამდე ღონისძიებების მენეჯერად მუშაობდა.

პაატა ძულიაშვილმა 57 თანამშრომელს თათბირი ჩაუტარა და მათგან 40-ს გამოუცხადა, რომ ხელშეკრულებას ვეღარ გაუგრძელებს და კვლავ დაბრუნდებიან თუ არა სამსახურში, 1 თვის შემდეგ ამცნობს.