როგორი იქნება განახლებული ენგურჰესი (+ფოტო)

ენგურის კაშხლის მიმდებარედ უახლოეს მომავალში მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და კაშხალზე ლიფტს მოიცავს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი იქნება.

სვანეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი ათწლიანია და მისი განხორციელება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით წელს დაიწყება.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

იხილეთ ფოტოგალერეა