ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7303 ლარი გახდა

5 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7303 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6692 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 6.11 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 იანვრიდან შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 6 იანვრისთვის 2.8649 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7858 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 7.91 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირაც, რომელიც 6 იანვრისთვის 0.7549 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7455 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.0094 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 6 იანვრისთვის 3.3574 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.0836 თეთრი შეადგინა.